
პროექტის სახელწოდება: "დედა"
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:სიტყვა "დედის"მნიშვნელობის აღწერა.მოსწავლეებმა გაიაზრონ დედის როლი მათ ცხოვრებაში .თემა:"დედაშვილური სიყვარული".
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებმა თავიანთი ფანტაზიის განვითარების მიზნით გააკეთონ ჩანახატები თავიანთ დედაზე,შექმნან პორტრეტი.ერთმა ჯგუფმა მოიძიოს მასალები ადამიანების დედაშვილურ სიყვარულზე,მეორე ჯგუფმა ,ცხოველების დედაშვილურ სიყვარულზე.შეადარონ პერსონაჟები ერთმანეთს.ისწავლონ ლექსები და სიმღერები დედაზე.
პროექტის მიზნები:ბავშვები გაუფრთხილდებიან და პატივს სცემენ დედას.გაიუმჯობესებენ წერის და კითხვის კულტურას.განუვითარდებათ კვლევის,ინფფორმაციის მოპოვების,ურთიერთთანამშრომლობის უნარი.
მონაწილეთა ასაკი:6–10 წელი
ვადები ხანგრძლივობა:2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:კვლევის შედეგად მოიპოვებენ ინფორმაციას.მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფურ მუშაობაში.განუვითარდებათ წერის და კითხვის უნარ–ჩვევა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნები,ინტერნეტი,პროექტორი,სახატავი რვეული,ფანქრები,ფლომასტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობა):მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად.პირველ ჯგუფს ავალებს მასალის მოძიებას ადამიანებს შორის დედაშვილურ სიყვარულზე,მეორე ჯგუფს ,როგორია დედაშვილური სიყვარული ცხოველებს შორის.აგრეთვე ორივე ჯგუფს ევალება მოიძიონ ლექსები და სიმღერები დედაზე.გააკეთონ ჩანახატები და პორტრეტები.ერთობლივად დაგეგმავენ სამი მარტის ღონისძიებას,სადაც ბავშვები მოძიებულ ლექსებს და სიმღერებს წარუდგენენ ფართო საზოგადოებას.
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,ლიტერატურა,ხელოვნება,ხატვა,მუსიკა. ქართ.3.4. ქართ.3.6. ქართ.3.10. ქართ.3.11.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ცირა ბერაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:ciraberadze@gmail.com.
პროექტის ვებ– გვერდი/ბლოგი.http://ciraberadze.blogspot.com/

